საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება - ამ მაჩვენებლით კი საქართველო IMF-ის პროგნოზითვე წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს დაიკავებს. 2024 წელს IMF ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას გაიანაში პროგნოზირებს რაც თითქმის 44%-ს მიაღწევს, მეორე ადგილზეა მაკაო, რომელიც სუვერენული სახელმწიფო არაა, სადაც 10.6%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი, მესამე პოზიციაზეა ნიგერი 10%-იანი ზრდით, მეოთხეზე სამოა 9.7%-ით, მეხუთეზე პალაუ 8%-იანი ეკონომიკური ზრდით, მეექვსეზე კი საქართველო 7.55%-იანი მოსალოდნელი ზრდით.
სომხეთში წელს 6%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი (მეჩვიდმეტე ადგილი), აზერბაიჯანში 3.17%-იანი ზრდა (86-ე ადგილი), თურქეთში 3%-იანი ზრდა (95-ე ადგილი), რუსეთში 3.63%-ის ზრდა (73-ე ადგილი), უკრაინაში კი 3%-ის ზრდა 99-ე ადგილი.
2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - IMF
წყარო: bm.ge