2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 56.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.0 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი
ადგილობრივი ექსპორტის 16.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 24.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა