მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს გზა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში ეგო­ის­ტუ­რი ქცე­ვის შემ­ცი­რე­ბას უწყობს ხელს. ეს არის ტვი­ნის ორი უბ­ნის ერ­თდრო­ულ სტი­მუ­ლა­ცია.

კვლე­ვა ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც 44 მო­ხა­ლი­სე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში მათ უნდა გა­და­ე­წყვი­ტათ, რო­გორ გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა სა­კუ­თარ თავ­სა და ანო­ნი­მურ პარტნი­ორს შო­რის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლად მათ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი — შე­ეძ­ლოთ თან­ხის დიდი ნა­წი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ან უც­ნო­ბის­თვის.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ტვი­ნის შუბ­ლი­სა და პა­რი­ე­ტა­ლურ რე­გი­ო­ნებ­ში სუს­ტი ინ­ტენ­სი­ვო­ბის ელექტრულ სტი­მუ­ლა­ცი­ას იღებ­დნენ — ეს უბ­ნე­ბი ტვი­ნის წინა და უკა­ნა ნა­წი­ლებ­ში მდე­ბა­რე­ობს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას­თან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვი­სა და ემ­პა­თი­ის რე­გუ­ლა­ცი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მა­შინ, რო­დე­საც ორი­ვე რე­გი­ო­ნი ერ­თდრო­უ­ლად სტი­მუ­ლირ­დე­ბო­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უფრო დიდ თან­ხას აძ­ლევ­დნენ პარტნი­ორს. ეფექ­ტი მას­შტა­ბუ­რი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, შე­დე­გი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სტა­ტის­ტი­კუ­რად სარ­წმუ­ნო აღ­მოჩ­ნდა.

მკვლევ­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბას არ გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ტვი­ნის კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნე­ბის დრო­ე­ბით­მა სტი­მუ­ლა­ცი­ამ შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ალ­ტრუ­ის­ტულ ქცე­ვა­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ზე.

ჟურ­ნალ PLoS Biology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა წინა კვლე­ვას ეყ­რდნო­ბა - იმ ექ­სპე­რი­მენ­ტში მკვლევ­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს ტვი­ნის ორი რე­გი­ო­ნი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, ერ­თმა­ნეთ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ — მათი ნე­ი­რო­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ერ­თსა და იმა­ვე რიტმსა და სიხ­ში­რეს მიჰ­ყვე­ბო­და.

ამ­ჯე­რად მკვლევ­რებს სურ­დათ და­ედ­გი­ნათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ამ ორი რე­გი­ო­ნის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბა — და, შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნე­ბის უფრო უან­გა­რო არ­ჩე­ვა­ნის­კენ "ბიძ­გი".

ტვი­ნის სტი­მუ­ლა­ცი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თმა ანო­ნი­მურ­მა მო­ხა­ლი­სემ პრო­ცე­დუ­რი­სას გან­ცდი­ლი შეგ­რძნე­ბა თა­ვის კან­ზე „თბილ შხაპს ან წვრი­ლი წვი­მის წვე­თებს“ შე­ა­და­რა. მისი თქმით, დის­კომ­ფორ­ტი არ უგ­რძნია და პრო­ცე­სი მსუ­ბუ­ქად და თით­ქმის შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"სტი­მუ­ლა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ეკ­რან­ზე მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არ­ცერთ ეტაპ­ზე არ მიგ­რძნია, რომ სტი­მუ­ლა­ცია გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ჩემს არ­ჩე­ვან­ზე"“ — აღ­ნიშ­ნავს ის.

აღ­მო­ჩე­ნა მი­უ­თი­თებს, რომ სხვებ­ზე ზრუნ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა შე­საძ­ლოა ჩვენს ტვინ­ში ღრმად, ბი­ო­ლო­გი­ურ — შე­საძ­ლოა გე­ნე­ტი­კურ — დო­ნე­ზე იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ ალ­ტრუ­ის­ტუ­ლი ქცე­ვა ევო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და, რო­გორც მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უბიძ­გებს.

წყა­რო

www.ambebi.ge