ევროპულმა Airbus SE-მ 2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება 6%-ით, ხოლო შემოსავალი 5%-ით გაზარდა.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში წმინდა მოგებამ 2.58 მილიარდი ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2.42 მილიარდ ევროს შეადგენდა.
Airbus-ის კვარტალური შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 24.72 მილიარდ ევროსთან შედარებით 25.98 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები, კორექტირებული EBIT, 17%-ით გაიზარდა და 2.98 მილიარდ ევროს მიაღწია.