სახელისუფლებო მედია TACC-ს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განუცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლების სურვილი, ქვეყნის რკინიგზის მართვაში რუსეთის ჩაანაცვლოს, გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა და ამგვარი ნაბიჯის შემდეგ არსებული სისტემა შეიძლება „ერთ წამში დაინგრეს“.
შოიგუმ რომელიმე სხვა კომპანიის მიერ „რუსული სარკინიგზო ოპერატორის სრულად ჩანაცვლება“ ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო მისი საქმიანობა სომხეთში „ძალიან ეფექტიანად“ შეაფასა.
„იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებით იხელმძღვანელებს“, - თქვა შოიგუმ.
ცნობისთვის, 13 თებერვალს ფაშინიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანამ, რომელსაც „მეგობრული ურთიერთობები“ აქვს როგორც რუსეთთან, ისე სომხეთთან, „შეიძინოს სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის უფლებები“, რომლებიც ამჟამად 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მართვის ქვეშაა.