საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში, მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი შედეგს გამოიღებს.
„საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა. შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდშ უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს