2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომაც 1%-ით, 210 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

Colliers Georgia-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა.

„2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 1,626 ერთეულამდე.

2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

პირველ ნახევარში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 20,026 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი“, - აღნიშნულია Colliers Georgia 2023 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვაში.

2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა. ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7,890 ერთეულამდე.

2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.