ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 11,26 ათასი ტონა, რაც 1,37 ათასი ტონით ანუ 13,9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,89 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 2,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,27 ათასი ტონა (20,2%); გერმანია - 1,29 ათასი ტონა (11,5%), აზერბაიჯანი - 0,69 ათასი ტონა (6,1%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 54,6 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 0,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (54,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 47,1%  (25,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,9% (12,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 18,1% (9,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  11,2% (6,1 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 0,7% (0,4 ათასი ტონა) - მალტიდან.