2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 670.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61.1 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 64.1 პროცენტით გაიზარდა და 2 854.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა