„ქვეყანაში ტექნიკურ-საინჟინრო მიმართულებით კადრების დეფიციტი ნამდვილად არის“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კადრების დეფიციტი არა მხოლოდ საინჟინრო დარგში, არამედ სხვა ბევრი მიმართულებითაც იგრძნობა.
„ქვეყანას ძალიან ბევრი ინჟინერი სჭირდება და მე მუდმივად ვამბობ, რომ დღეს, ენერგეტიკაში იმ პოზიციებზე, სადაც საჭიროა, რომ ახალგაზრდები მოდიოდნენ, არ მოდიან და დეფიციტია, თორემ სამუშაო ადგილები ნამდვილად არის.
ქვეყანას სჭირდება ძალიან ბევრი კადრი, ინჟინრობა გაცილებით რთული სასწავლია ვიდრე სხვა დარგი, შესაბამისად, ამ სფეროში ძალიან ცოტა მიდის. მოთხოვნა ნამდვილად არის, ძალიან ბევრ პროექტი იყო, სადაც კვალიფიციურ კადრებს ითხოვდნენ, თუმცა შერჩევა ვერ მოხდა,“ - აღნიშნა დავით მირცხულავამ.