შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ კვარტალში საქართველოში სულ 294 ერთეული ელექტრომობილი იმპორტირდა, რაც მთლიანი იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების 1.5%-ია. ამის შესახებ gbc.ge წერს.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორის გიორგი სურგულაძის შეფასებით, წინა წლებთან შედარებით ელექტრული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

სურგულაძე GBC-სთან საუბრისას ამის მიზეზად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს. მისი აზრით, ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის საჭიროა დასამუხტი მოწყობილობების ყველა ქუჩაზე  არსებობა.

სურგულაძის შეფასებით, ელექტრომობილებზე რეგიონში ყველაზე დიდი მოთხოვნა უკრაინაშია. „უკრაინიდან ავტომობილებზე მოთხოვნა ომამდე პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ზოგადად, ელექტრომობილებზე რეგიონში ყველაზე დიდი ინტერესი  უკრაინიდანაა“, - აცხადებს სურგულაძე.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ელექტრომობილებზე ძალიან დაბალი მოთხოვნაა. რაც შეეხება რუსეთს, სურგულაძის განცხადებით, „კავკასიის ავტოიმპორტი“ აგრესორ ქვეყანასთან არ თანამშრომლობს.

gbc.ge