ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $98 მილიონის ღირებულების კატალიზატორები გავიდა ექსპორტზე. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პარლამენტის დეპუტატის მიხეილ დაუშვილის შეკითხვის პასუხად გაავრცელა.
- 2015 – 92 122 კგ. ღირებულება $6 297 318
- 2016 – 60 505 კგ. ღირებულება $3 594 713
- 2017 – 61 579 კგ. ღირებულება $3 654 629
- 2018 – 89 672 კგ. ღირებულება $7 291 708
- 2019 – 111 190 კგ. ღირებულება $11 709 724
- 2020 – 86 999 კგ. ღირებულება $16 794 165
- 2021 – 122 092 კგ. ღირებულება $31 082 823
- 2022 – 67 790 კგ. ღირებულება $15 986 269
- 2023 – 9 492 კგ. ღირებულება $1 365 197
სულ ჯამმა - 701 441 კგ. ღირებულებამ კი 97 776 546 დოლარი შეადგინა.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ყველაზე მეტი – 31 მილიონი დოლარის ღირებულების, 122 092 კგ კატალიზატორი 2021 წელს გავიდა.
კატალიზატორი ავტომობილის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვში გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს გარდაქმნის და ამცირებს. ის ისეთი მეტალებისგან შედგება, როგორებიცაა პლატინა, პალადიუმი, როდიუმი, სწორედ ამის გამო, ავტომობილს ხშირად ამ ნაწილს აცლიან და გარემოს დაბინძურების ხარჯზე ფინანსურ სარგებელს ნახულობენ.