მშპ-ის დეფლატორის მოსალოდნელზე სწრაფი შემცირების და პირველი კვარტალის დაზუსტებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჩვენ გავზარდეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.0პპ-ით 6.8%-მდე. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საინვესტიციო ბანკის წინა მიმოხილვის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.8% იყო.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მაისში რეალური მშპ 7.0%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%- ით გაიზარდა. მაისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის და ტრანსპორტის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების დარგებში.