ბოლო 5 წელსა და 4 თვეში საქართველოში 3 162 180 აშშ დოლარის  9.05 ტონა იზოტოპი (კოდი 2845) შემოვიდა. (2844 სასაქონლო პოზიციის იზოტოპების გარდა). აქედან 98% ანუ 3 124 760 აშშ დოლარის 2022 წელსა და 2023 წლის 4 თვეში.

წლების მიხედვით იზოტოპების (2844 სასაქონლო პოზიციის იზოტოპების გარდა). იმპორტის მაჩვენებელი ასე გამოიყურება

2018 – 2 950$ (0ტონა)
2019 – 30 990$ (0ტონა)
2020-1 260$ (0.01ტონა)
2021-2 220$ (0.03ტონა)
2022- 1 246 610$ (4.1ტონა)
2023 (იანვარი-აპრილი)- 1 878 150$ (5ტონა)

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 4 თვეში საქართველოში იმაზე მეტი იზოტოპი შემოვიდა, ვიდრე გასულ 5 წელში მთლიანად. 2022-23 წლებში საქართველოში იზოტოპების იმპორტი 8250%-ით არის გაზრდილი

ქვეყნები მიხედვით, პირველ ადგილზე იაპონიაა, საიდანაც 2 755 780$-ის იზოტოპებია შემოსული, შემდეგ მოდის რუსეთი - 366 920$, მესამე ადგილზეა გერმანია 23 520$.

რას წარმოადგენენ 2845 კოდის მქონე იზოტოპები

როგორც 2002 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საერთაშორისო საკონტროლო სიებთან შესაბამისობაში  მოყვანილი საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის თანდართული ნუსხაშია აღნიშნული.

*2845 10 000 00 – მძიმე წყალი (დეიტერიუმის ოქსიდი)

*2845 90 100 00  – დეიტერიუმი და მისი ნაერთები; წყალბადი და დეიტერიუმით გამდიდრებული მისი ნაერთები; ამ პროდუქტების შემცველი ნარევები და ხსნარები

2845 90 900 00 - დანარჩენი
იგულისხმება:

ა) ბორი, რომელიც ბორ 10 (10B) იზოტოპით გამდიდრებულია იზოტოპთა ბუნებრივი გავრცელების დონის ზემოთ, როგორიცაა: ელემენტარული ბორი, ბორის შემცველი ნაერთები და ნარევები, მათი ნაკეთობები, რომელიმე აღნიშნულის ნარჩენები და ჩამონატეხები

ბ) ჰელიუმ-3 (3He), ჰელიუმ-3-ის შემცველი ნარევები და რომელიმე აღნიშნულის შემცველი პროდუქცია ან ხელსაწყოები (არ იგულისხმება პროდუქცია, რომელიც შეიცავს 1 გ-ზე ნაკლები მასის ჰელიუმ 3-ს).