ჟოლოს ორი წამყვანი კომპანია Agrostore( ბრენდი Siamo) და P&K Berries გაერთიანდნენ და ჯანსაღი სნეკის, დეჰიდრალიტირებული, ანუ გამშრალი ჟოლოს წარმოება გადაწყვიტეს. - ამის შესახებ ინფორმაციას East-fruit ავრცელებს. გამოცემის ცნობით ბიზნესპროექტს ახლად დაარსებული კომპანოია Raspberry Eco Market ხელმძღვანელობს.
EastFruit-წერდა, რომ ჟოლოს საშუალო საბითუმო ფასები ამ სეზონზე ქართულ ბაზარზე უცვლელი დარჩა, მიუხედავად სეზონის დასაწყისში მაღალი ფასებისა. ახლა კი ხილის ფასი კილოგრამზე 9 ლარს შეადგენს.
როგორც კომპანია Agrostore-ს დამფუძნებლმა ზურაბ ალავიძემ East-fruit- ს განუცხადა კომპანია ექსპორტზეა ორიენტირებული და პირველი ნიმუშები უკვე გაგზავნილია Amazon- ში. მომავალ წელს Raspberry Eco Market-ი დაახლოებით 20-25 ტონა კენკრის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2 ტონა მზა პროდუქტს იძლევა. პროდუქტის ფასი ერთ კილოგრამზე 100 ევროს შეადგენს შეფუთვები 11 გრამიდან (ევროპისთვის) 80 გრამამმდე აშშ-ის ბაზრისთვის იქნება.
სად გამოიყენება გამშრალი ჟოლო?
პირველ რიგში, იგი შესანიშნავი ხემსია, ეს არის ჟოლოს არომატის და ხრაშუნა ტექსტურის მქონე ხემსი, რომლის მირთმევა შესაძლებელია მშრალად ან იოგურტში დამატებით. გარდა ამისა დეჰიდრატირებული ჟოლო ემატება ნამცხვრებსა და სალათებს, ამიტომ, HoReCa სექტორის მხრდიან მოთხოვნეა საკმაოდ მაღალია. ასევე გამომშრალი ჟოლო გამოიყენება კვების მრეწველობის მიერ, როგორც იოგურტებისთვის შემავსებელი .
