უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე, კომპანია „ვერა რეზიდენსი“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა. „ვერა რეზიდენსი“ თბილისში ოპერირებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი, სასტუმრო და სარესტორნო პროექტების განვითარებასა და მართვაზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას, როგორიცაა დეველოპერული საქმიანობა, სასტუმროებისა და სარესტორნო ობიექტების მართვა-ოპერირება, ინვესტიციური პროექტების განვითარება და უძრავი ქონების ადმინისტრირება. „ვერა რეზიდენსის“ პორტფელში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ვერის უბანში მდებარე 127-ნომრიანი სასტუმრო Castor & Pollux, რომელიც 2023 წლიდან დედაქალაქის სტუმრებს წარმატებით მასპინძლობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში.

„ვერა რეზიდენსის“ დამფუძნებელი გიორგი ქორიძე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მრავალფეროვან ბიზნესპორტფელს ფლობს, აღნიშნავს, რომ ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიის განვითარების სტრატეგიული ნაბიჯია, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს გუნდს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნესის მდგრადობაში. სამომავლო გეგმები მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას, კერძოდ საცურაო აუზისა და სპა ცენტრის მოწყობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ობიექტის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი პერსპექტიული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია შემოუერთდა. „ვერა რეზიდენსის“ გამოცდილებასტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონებისსექტორში მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ასოციაციისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.