თბილისი (GBC) – Tbilisi-ში 2026 წლის 1 ივლისს მასშტაბური ბიზნესფორუმი „უზბეკეთი-საქართველო“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უზყეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა გახდება.

ღონისძიების მთავარი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, საინვესტიციო სფეროში გამოცდილების გაცვლა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებაა.

ფორუმის ფარგლებში უზბეკური მხარე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს და უცხოელ პარტნიორებს მოქმედ სამართლებრივ გარემოს, ინვესტორებისთვის არსებულ შეღავათებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს გააცნობს.

დელეგატები ასევე გაეცნობიან უზბეკეთის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და ბიზნესის უფლებების დაცვას უკავშირდება.

პანელური დისკუსიებისა და B2B შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივებს სოფლის მეურნეობის, ელექტროტექნიკური მრეწველობისა და თანამედროვე სამშენებლო მასალების წარმოების სფეროებში.

ფორუმის მონაწილეები ასევე განიხილავენ ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ახალი კომერციული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებს.