25 აპრილს, „კომბინატში“ (მოსკოვის გამზირი 13) საქართველოში პირველად გაიმართა Unlimited Summit, რომელმაც 500-მდე მონაწილე გააერთიანა. მათ შორის იყვნენ  ფრილანსერები, ტექ, მეწარეები, დამწყები პროფესიონალები და ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას და ინსპირაციას.

სამ პარალელურ სცენაზე და 50-მდე სპიკერის მონაწილეობით, სამიტი იქცა იდეების რეალურ ეკოსისტემად:

  • მთავარი სცენა დაეთმო კარიერულ განვითარებას, ფრილანსინგს, HR, პერსონალურ ბრენდს, PR-სა და თანამედროვე მარკეტინგს
  • ტექნოლოგიური სცენა დაეთმო დფინანსებებს, ინვესტიციებსა და ბიზნესის ზრდას
  • ვორქშოფების სივრცემ მონაწილეებს მისცა თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც, რაც დამწყები პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

განხილული იყო:

  • შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია
  • ფრილანსინგი და დისტანციური დასაქმება
  • სტარტაპების დაფინანსება
  • ტექნოლოგიები და ახალი უნარები

ამასთან ერთად გაიმართა დასაქმების, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო გამოფენები, რამაც მონაწილეებს გზა გაუხსნა, ინსპირაციიდან პირდაპირ შესაძლებლობების აღმოჩენაზე გადასულიყვნენ.

მონაწილეთა შეფასებით, ღონისძიებამ შექმნა ახალი სტანდარტი საქართველოს ბაზარზე. როგორც ფრილანსინგისა და თანამედროვე პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე იდეალური ორგანიზებით. ყოველი გამოსვლა იყო წინა თემის გაგრძელება და გაძლიერება, სპიკერი საგულდაგულოდ შერჩეული და თემა წინასწარ განსაზღული აუდიტორიის საჭიროებიდან გამომდინარე.

თუმცა მთავარი მესიჯი კიდევ უფრო ღრმაა.

Unlimited Summit-მა შექმნა ახალი ფორმატი: პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრილანსინგზე, ახალ პროფესიებზე, AI-ზე და გლობალურ შესაძლებლობებზე.
მონაწილეობა იყო სრულად თავისუფალი და მაქსიმალური ეფექტურობისთვის შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული, რომელიც პრიორიტეტს კარიერის ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ აუდიტორიას აძლევდა. ამისთვის გაკეთდა კითხვარები, ხოლო მონაწილეებმა დაურთეს თავისი Linkedin გვერდები და პროტფოლიოები, რომელთა დეტალური დათვალიერებაც მოხდა.

რაც მთავარია, სამიტი ერთი ღონისძიებით არ დასრულებულა.

დაგეგმილია ყოველ თვე იმ თემატური  ივენთების გამართვა, რომელიც დღეს კარიერის მაძიებელ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამიტის დღის წესრიგიდან, სადაც 50-ზე მეტი სპიკერი გამცოდილებას აზიარებდა, აირჩევა შესაბამისი საკითხები, როგორიცააა ციფრული მარეტინგი, AI ანიმაციები, პერსონალური ბრენდინგი და ა.შ რის ირგვლივაც თავი მოეყრება საინტერესო გამოსვლებს.

უკვე სექტემბის ბოლოს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, სამიტი გააერთიანებს გლობალურ სპიკერებსა და პლატფორმებს, რაც ამიერ კავკასიაში კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მის პირველობას მსგავსი კონცეფციის ღონისძიების ორგანიზების კუთხით, ხოლო სამომავლოდ იგეგმება მეზობელ ქვეყნებშიც მისი გატანა.

ორგანიზატორების შესახებ:

  • ნინო ზექალაშვილი: სამიტის მთავარი ორგანიზატორი. 8-წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტერი, ფრილანსინგის ეკოსისტემისა და „ფრილანსერების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, Sami Marketing Agency-ის CEO, Bliz.cc-ის თანადამფუძნებელი და GeoLab-ის ლექტორი, რომლის მიზანიც საქართველოში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მეწარმეებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების შექმნაა.