1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0008 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0093 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1593 ლარი გახდა.