არქტიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მიზნით, დიდი ბრიტანეთი „ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსს შექმნის.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა, გვინ ჯენკინსმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ალიანსის შექმნა იგეგმება გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ბაზაზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის სამხედროები.

პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად გამოიყენებენ ტექნიკურ აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, პირად შემადგენლობას, ციფრულ ქსელებს, ლოჯისტიკასა და მარაგებს. ალიანსის მართვა ლონდონიდან განხორციელდება.

ჯენკინსის განცხადებით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორობა „კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს“, თუ სურთ „შექმნან კოლექტიური საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია რუსეთთან ღია საზღვაო საზღვრის გასწვრივ შეკავების უზრუნველსაყოფად“.

მისი თქმით, „გარდამტეხი ეტაპია“, როდესაც „დროის დაკარგვა აღარ შეიძლება“.

„ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 2029 წლისთვის იგეგმება.

პირველი არხი