უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დაასრულოს და წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკვე 2027 წელს დაიწყოს, - ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინულ მხარეს წინასწარ აცნობა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის მოთხოვნები.

„საერთო ჯამში ევროკავშირის 145 მოთხოვნა გვაქვს. მათი უმეტესობა ეხება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე ინსტიტუტების ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკას. ყველა ეს მოთხოვნა რეალურია. მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შესაძლებელია მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილის დახურვა და მომავალ წელს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერაზე გადასვლა“, - აღნიშნა კაჩკამ.

მისი განმარტებით, მარტში უკრაინამ მიიღო პირობების მეორე პაკეტი ტექნიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის. ამჟამად ევროკომისიასთან ტექნიკური მუშაობა ექვსივე კლასტერზე მიმდინარეობს.

წყარო: ipn.ge