თურქულმა კომპანია Medkon Lines-მა ოდესაში საკონტეინერო გადაზიდვები განაახლა. სტამბოლი-გებზე-ოდესის მიმართულებით გადაზიდვებს ორი საკონტეინერო გემი განახორციელებს.

უკრაინის ექსპედიტორთა ასოციაციის, ინფორმაციით, 5 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად, კომპანიის საკონტეინერო გემი ოდესის პორტში შევიდა.

განრიგის მიხედვით, სტამბოლი-გებზე-ოდესის ხაზზე გადაზიდვებს T Moon და Medkon KRM საკონტეინერო გემები განახორციელებენ.