Vans-ის All Nations Old Skool ელეგანტური სპორტული ფეხსაცმელია, რომელიც Pendleton-ის საფირმო შალის ქსოვილს სკეიტბორდის კულტურასთან აერთიანებს და კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რამდენად კარგად გამოიყურება Pendleton-ის ტექსტილი Vans-ის სპორტულ ფეხსაცმელზე. მიუხედავად იმისა, რომ Vans-სა და Pendleton-ს ადრეც უთანამშრომლიათ, ეს Old Skool-ის მოდელი შესაძლოა მათი ყველაზე ტარებადი (და არა საკოლექციო) კოლაბორაცია იყოს.

All Nations Old Skool-ის სტილს ბრენდის თანადამფუძნებლის, პოლ ვან დორენის ვაჟი სტივ ვან დორენი კურირებს და 2016 წელს ბრენდის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა. Van Doren Approved კოლექცია მოიცავს Vans-ის კლასიკური სპორტული ფეხსაცმლის, როგორიცაა Sk8‑Hi38, Era95, Slip‑On98 და Chukka Boot49A, ლიმიტირებული გამოშვების ხელახალ ვერსიებს.

წინა ნამუშევრებში წარმოდგენილი იყო ექსკლუზიური პროდუქტები, სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობით შექმნილი, ასევე, არქივიდან ამოღებული მოდელების რედიზაინები, ახლა კი, Pendleton-თან თანამშრომლობით, შეიქმნა ნათელი ტექსტურით მდიდარი ფეხსაცმელი, რომელიც ახალ საფეხურზე აიყვანს ე.წ. ძველ სკოლას.

ლურჯი ზამში, კლასიკური თეთრი ძირები, Vans-ის შეუდარებელი ტყავი და გვერდითი ზოლები ამ სპორტულ ფეხსაცმელს არა მარტო ელეგანტურს, არამედ შინაარსიანსაც ხდის. ეს არის კოლაბორაცია, რომელიც თანამშრომლობის მასტერკლასად შეაფასეს მედიებმა.

marketer.ge