Amadeus-ის კვლევის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურთა დაახლოებით 64% მზადაა გადაიხადოს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტისთვის, რომელიც მათ მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარება, ხოლო 17% მზადაა გადაიხადოს მოგზაურობის მთლიანი ღირებულების 5%-მდე.
თუმცა, გამოკითხულთა მეოთხედმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას არაზუსტ ან მოძველებულ ინფორმაციას იღებდა, ხოლო კიდევ ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიას არ შეეძლო მათი პირადი პრეფერენციების ამოცნობა.
ხელოვნური ინტელექტის მთავარ უპირატესობებს შორის მომხმარებლებმა დაასახელეს დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა (42%), პერსონალიზებული რეკომენდაციები (37%) და ახალი მიმართულებების აღმოჩენა (36%). გამოკითხულთა თითქმის 35%-მა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიამ მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო თავდაჯერებული გახადა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე