"ქართული ოცნების" მთავრობამ კახეთში, "პატარძეული 1" და "პატარძეული 2" მზის სადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მოიწონა.
კერძოდ, "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა (ესკო) და სადგურების მშენებელ შპს "კახეთის მზეს" შორის "პატარძეული 2" და "პატარძეული 1" მზის ელექტროსადგურის განხორციელებაზე ხელშეკრულება დაიდება.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს "კახეთის მზის" 100%-იანი წილის მფლობელია შპს "ველია", რომლის მფლობელები ნინო მჭედლიშვილი (67%) და ლაშა იორდანიშვილი (33%) არიან.
- პატარძეული 1 - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 1,75 მგვტ; წელიწადში დაახლოებით 2,96 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოება;
- პატარძეული 2 - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 1,75 მგვტ; წელიწადში დაახლოებით 2,84 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოება;