რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ტევადობის (მ3) ტოპ 5 სამაცივრე მეურნეობა, საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლიური კვლევის მიხედვით ტოპ 5 სამაცივრე მეურნეობა ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ესპერანსი
დირექტორი - გიორგი ლემონჯავა, მესაკუთრეები: 50% დავით წიწილაშვილი 50% ეთერი თოფურია, დავით წიწილაშვილი,მაყვალა წიწილაშვილი
შპს აისბერგი ფოთი
დირექტორი - გიორგი კაჭარავა, მესაკუთრე: 70% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბ & ჯ, 30% ყაზახეთის მოქალაქე იგორ მარტინოვი.
შპს ქართული ხილი და ბოსტნეული
დირექტორი - კობა კილაძე, 100%-ის მესაკუთრე შპს მილვუს ჰოლდინგ ლიმიტედი, რომელიც კვიპროსზეა რეგისტრირებული.
შპს ლოჯისტექსი
დირექტორი - ალექსანდრე თოფურია. მესაკუთრე: 20.75% ისრაელის მოქალაქე ვლადიმერ ფრიდმანი, 5% შპს ესპერანსი , 20.75% დავით წიწილაშვილი, 53.5%, ეთერი თოფურია, მაყვალა წიწილაშვილი, დავით წიწილაშვილი.
სს ლილო 1
მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წევრებიც არიან უტა მაზიაშვილი, სოლომონ მამუჩიშვილი, გიორგი ჩივაძე და ბიძინა გამცემლიძე. დირექტორი - დავით ბეგიაშვილი. განთავსებული კაპიტალი 19836000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ შპს ესპერანსი ფიქსირდება როგორც დამოუკიდებელ სამაცივრე მეურნეობად, ასევე ის არის შპს ლოჯისტექსის 5%-ის მფლობელი. ლოჯისტექსში ასევე წილს ფლობენ შპს ესპერანსის წილის მფლობელები. დავით წიწილაშვილი კი, რომელიც ორივე კომპანიის მნიშვნელოვან მეწილედ სახელდება, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია, 2016, 2020 და 2021 წლებში მას „ქართული ოცნებისთვის“ 60-60 ათასი ლარი აქვს შეწირული.

