ია­პო­ნუ­რი ხა­რის­ხი და სან­დო­ო­ბა - „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტამ“ ბრენ­დის პირ­ვე­ლი სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota bZ4X სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში, ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პა­დე­ლის კორ­ტებ­ზე, „ჯიმ ბრიზ­ზე“ გა­ი­მარ­თა და 300-მდე სტუ­მარს - კომ­პა­ნი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და პარტნი­ო­რებს უმას­პინ­ძლა. ავ­ტო­მო­ბი­ლის წარ­დგე­ნა კომ­პა­ნი­ამ სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბას და­უ­კავ­ში­რა.

მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვი­ლი, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „bZ4X ჩვე­ნი ბრენ­დის პირ­ვე­ლი სრუ­ლად ელექტრო მო­დე­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე შე­მო­ვი­და - ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც „ტო­ი­ო­ტას­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სან­დო­ო­ბა­სა და გამ­ძლე­ო­ბას ელექტრო­მო­ბი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბებ­თან აერ­თი­ა­ნებს. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, bZ4X-ის წარ­დგე­ნა გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ პა­დე­ლის კორ­ტე­ბი და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის Toyota Center Tegeta-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტურ­ნი­რი გავ­მარ­თეთ. ამავდრო­უ­ლად სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, ად­გილ­ზე გა­მო­ე­ცა­დათ ახა­ლი, სრუ­ლად ელექტრო bZ4X და თა­ვად შე­ეგ­რძნოთ მისი მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა. გვინ­დო­და, შეგ­ვექ­მნა გა­რე­მო, სა­დაც ახა­ლი მო­დე­ლის გაც­ნო­ბა, სპორ­ტი და სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბი ერთ გა­მოც­დი­ლე­ბად გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და“.

bZ4X სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი კომ­პლექ­ტა­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, მხო­ლოდ წინა და ასე­ვე ოთხი­ვე წამ­ყვა­ნი თვლით. სრუ­ლი და­მუხ­ტვით ავ­ტო­მო­ბილს 450-დან 500 კი­ლო­მეტ­რამ­დე მან­ძი­ლის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია, რაც მას იდე­ა­ლურს ხდის რო­გორც ქა­ლაქ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, ისე ქა­ლაქ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. მო­დელს დიდი სა­ლო­ნი და ტე­ვა­დი სა­ბარ­გუ­ლი აქვს. bZ4X პირ­ვე­ლი ია­პო­ნუ­რი ელექტრო­მო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა გამ­ძლე­ო­ბი­თა და ხა­რის­ხით.

ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტამ“ ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლი ათ დღემ­დე ვა­დით სა­ტეს­ტოდ გა­დას­ცა და მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ვი­დე­ორ­გო­ლის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ანი თე­დი­აშ­ვი­ლი, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს bZ4X ერთი კვი­რით ან ათი დღით გა­და­ვე­ცით, რათა ავ­ტო­მო­ბი­ლი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, სა­კუ­თარ მარ­შრუ­ტებ­ზე გა­მო­ე­ცა­დათ. არა­ნა­ი­რი სცე­ნა­რი და მი­თი­თე­ბა არ გვქო­ნია - შემ­დეგ უბ­რა­ლოდ მათი რე­ა­ლუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ჩა­ვი­წე­რეთ და თით­ქმის ყვე­ლა ერ­თსა და იმა­ვეს ამ­ბობ­და: ავ­ტო­მო­ბილ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. იგი­ვე გან­წყო­ბა იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც - ტესტდ­რა­ი­ვი­სა და ტურ­ნი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად სტუმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­დნენ. პა­დე­ლი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ელექტრო­მო­ბი­ლი კი - სუფ­თა გა­რე­მოს­თან. ამ ორის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი არ­ჩე­ვა­ნი იყო და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, მო­დე­ლი ახა­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც წარ­გვედ­გი­ნა“.

bZ4X-ის წარ­დგე­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ: „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, „თი­ბი­სი და­ზღვე­ვა“, „თი­ბი­სი ლი­ზინ­გი“, „ალ­და­გი“, „ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გი“ და „ვი­სო­ლი“.

ახა­ლი მო­დე­ლის გა­ყიდ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო - ავ­ტო­მო­ბი­ლი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ შო­უ­რუმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ტესტდ­რა­ი­ვის და­ჯავ­შნაც. bZ4X-ს, „ტო­ი­ო­ტას“ სხვა მო­დე­ლე­ბის მსგავ­სად, 10-წლი­ა­ნი გა­რან­ტია აქვს, ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას კი ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ სერ­ვის­ცენ­ტრში მი­ი­ღე­ბენ.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა" სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად „ტო­ი­ო­ტას“ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს „ტო­ი­ო­ტას“ უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.