„ტენე“, გადამუშავების მიზნით, მომხმარებელს ელემენტებისა და ელექტროსიგარეტების ჩაბარებასა და მათი „ტენე ქოინებში“ გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში წერს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნარჩენების ჩაბარება, თბილისში, 7 მისამართზეა შესაძლებელი.

„საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შორის ელემენტი ყველაზე სახიფათოა გარემოსთვის. იგი შეიცავს მძიმე მეტალებს, რომლებიც ნიადაგში მოხვედრის შემდეგ აბინძურებს 400 ლიტრამდე გრუნტის წყალს. ამიტომ არასდროს ჩაყაროთ ისინი მუნიციპალურ ურნაში!

ჩვენ გთავაზობთ 7 მისამართს, სადაც Vapify-ს მონიტორიან სტენდზე შეგიძლიათ მონახოთ „ტენეს“ მწვანე კალათა და იქ ჩაყაროთ ელემენტები და ელექტრო სიგარეტები გადამუშავების მიზნით, მათ ნაცვლად კი მიიღოთ ტენე ქოინები.

ტენე ქოინი არის ახალი კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულების ზრდაც დამოკიდებული იქნება ნარჩენების შეგროვების ზრდაზე.

მისამართები:

გალერია თბილისი

რუსთავი მოლი

სავაჭრო ცენტრი პიქსელი

ვაზისუბანი მოლი

ქუთაისის ქარვასლა

აქსის პალასი, ცინცაძის 12

გლდანი მოლი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.