IG Development (City Mall • სითი მოლი) ყველაზე მსხვილი მოთამაშეა საქართველოს სავაჭრო ცენტრების/მოლების ბაზარზე და ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი. აერთიეანებს 3 მოლს: „სითი მოლ ქავთარაძე“ (2011 წლიდან), „სითი მოლ ვაჟა“ (2019 წლიდან), და „სითი მოლ გლდანი“ (2016 წლიდან); და ერთ ბიზნეს ცენტრს - „სითი თაუერი“ (2021 წლიდან). მიმოხილვას „ფინპოსტი“ აქვეყნებს.
კომპანიას ეკუთვნის ახალი პროექტი @Cityzen • სითიზენი უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც მულტი-საოჯახო და კომერციული უძრავი ქონების კომპლექსი იქნება. პროექტის განხორციელება დაიწყო 2022 წელს და დასრულება იგეგმება 2026 წელს. კომპანია ასევე აპირებს სასტუმროს მშენებლობას რაჭაში.
2021 წლის ანგარიშგებაში IG Development-ს არ აქვს ცალკე გამოყოფილი „სითი მოლ საბურთალოს“ ან „სითი მოლ გლდანის“ ფინანსური მაჩვენებლები და კონსოლიდირდება ორივე მოლი „სითი თაუერთან“. შესაბამისად, IG Development პირდაპირ შესადარისი არ არის სხვა მოლებთან, მაგრამ მოლის ზომიდან და foot traffic-დან გამომდინარე „ფინპოსტი“ ვარაუდობს, რომ „სითი მოლ საბურთალო“ ყველაზე დიდი კონკურენტი იქნება, როგორც „გალერია თბილისისთვის“ და „ისთ ფოინთისთვის“, ასევე ქალაქში არსებული სხვა სავაჭრო ცენტრებისთვის.
IG Development-ის მთლიანმა შემოსავალმა ₾61 მილიონს მიაღწია 2021 წელს, რაც 131%-იან ზრდას წარმოადგენს 2019 წელთან შედარებით. ასეთი სწრაფი ზრდა ძირითადად განპირობებულია „სითი მოლ ვაჟას“ გახსნით, რომელიც მხოლოდ 2 თვეს ოპერირებდა 2019 წელს, 2021 წელს კი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა.
შთამბეჭდავი იყო 2022 წლის 31%-იანი ზრდაც წინა წელთან შედარებით. „ფინპოსტი“ აზრით, ზრდის ძირითადი წილი „სითი მოლ საბურთალოზე“ მოდის. ვინაიდან სხვა კომპანიებს 2022 წლის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, ანალიზში 2021 წლის მაჩვენებლებია მოცემული.
კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირი მინდია საბანაძეა.
შპს CBD Development (East Point • ისთ ფოინთი) ერთ-ერთი უმსხვილესი ღია კონცეფციის სავაჭრო ცენტრია საქართველოში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს.
2021 წელს დაკავებულობის მაჩვენებელი (occupancy rate) 95% იყო. ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, ~22K ადამიანი სტუმრობს ისთ ფოინთს, შაბათ-კვირას კი ~33K -- ჯამში 11 მილიონამდე ვიზიტორი.
2021 წელს მთლიანმა შემოსავალმა ₾32 მილიონი შეადგინა, რაც მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის შემოსავალს.
კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირი: ოლეგ პავლოვი.