"შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული წელი იყო. უკეთესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა" - ასე აფასებს 2025 წელს BDO-ს რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ლალაზაშვილი.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო თვისობრივი ცვლილების თვალსაზრისითაც.

"ზუსტად არ ვიცით საბოლოო შედეგები რა გვექნება, მაგრამ ვიცით, რომ შემოსავალი უფრო მეტი გვექნება ვიდრე წინა წელს. ასევე მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი ცვლილება ჩვენი კომპანიის, როდესაც რეგიონალურ ჭრილში ვიქნებით წარმოდგენილი. ამიტომ, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ წარმატებული წელი იყო ჩვენთვის.

რაც შეეხება ბიზნესს, შეიძლება ითქვას, რომ ანარეკლია ჩვენი, რაღაცნაირად, როგორც ჩვენ ვართ და როგორც ვაფასებთ შედეგებს, ბევრისგან მესმის ანალოგიური შეფასება. თავიდან მოლოდინი უფრო ცუდის იყო. მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ქართული ბიზნესებისთვის უკეთესი წელი იყო, ვიდრე 2024 წელი",- ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

მან მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰგონია, 2026 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

"ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ ზრდას, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ უნდა გავჩერდეთ ერთ ადგილზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ზრდა გვექნება, თუმცა ზრდა რამდენი იქნება, ყოველთვის უფრო პესიმისტურად ვუყურებთ ხოლმე, რადგანაც წლის დასაწყისია და არ გვინდა რაღაც ოპტიმისტური მოლოდინები შევიქმნათ",- ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

bm.ge