რა გამოწვევების წინაშე დგას სარესტორნო სფერო. ამის შესახებ კომერსანტის ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

„ჩვენ ქვეყანაში დიდი გამოწვევაა სერვისი. ხშირ შემთხვევაში სერვისში მუშაობა ადამიანებისთვის მათ შეგნებაში ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს, შესაბამისად დამოკიდებულებაც არის გარკვეულწილად, დროებითი,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ რესტორნის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავდეს თანამშრომლების მოტივაციაზე, რადგან რესტორანი კერძებთან ერთად ემოციასაც „ყიდის“, ამაში კი სერვისში დასაქმებული ადამიანების განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.