"ჭიათურელი" ახალი წლის პერიოდში, 90%-იანი დატვირთულობით მუშაობას გეგმავს, - ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ძირითადი დამსვენებლები უცხოელები არიან.

“ამ ეტაპზე 50-60%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. ბევრი უცხოელია, ძირითადი ნაწილი ევროპიდან არიან, მათ შორის, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ინგლისი და სხვ. სლავური ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები უფრო მეტად შედარებით იაფიანი სასტუმროებით ინტერესდებიან. ჩემთან უცხოელი სტუმრების, დაახლოებით, 8%-ია სლავური ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორი.

ჩემთან სტუმრები მხარჯველუნარიანობის თვალსაზრისით საშუალო სეგმენტში გადიან.

გარდა ამისა, აქტიურად ვიღებთ წინასწარ ჯავშნებს, მათ შორის, საახალწლო პერიოდში”, - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.

ცნობისთვის, 13 ნომრიანი, სასტუმრო „ჭიათურელი“, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1.8 მლნ ლარამდეა, ჭიათურაში მდებარე, ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“-ს შემადგენლობაშია. "სოლომონეს" მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

"სოლომონე"  კი ჯამში 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი