საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში იმართება. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე განიხილება ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები, ასევე, ევროპული კავშირის გაფართოების მიზნები და შესაძლებლობები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია.
ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop - ის საბჭო 11 წევრისგან შედგება. ასამბლეაზე, საქართველოსთან ერთად, საბჭოს წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.
ევროპის საფოსტო ასოციაცია PostEurop აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 54 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი