„როგორც შვილობილი კომპანიაა ჩვენც შევდივართ ამ ჯგუფში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ლუკოილ ჯორჯიაში“ ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირებულებს შორისაა, ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც "ლუკოილ ჯორჯიას" 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი კი რუსული „ლუკოილია“. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.

„ლუკოილ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ამ დროისთვის კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და მათ არანაირი შეზღუდვები ჯერ-ჯერობით არ აქვთ. ამასთან, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ოფიციალური განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც სათავო ოფისიდან მიიღებენ მეტ ინფორმაციას.

www.bpn.ge