ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ნებისმიერი ოჯახისთვის, ის საჭირო მოწყობილობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს. მაშინ, როცა ჭურჭლის ხელით რეცხვა დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს, სპეციალური მოწყობილობისთვის ეს პროცედურა მარტივი და სრულად ავტომატიზებულია.

ბაზარზე ჭურჭლის სარეცხი მანქანების მწარმოებელ არაერთ პოპულარულ ბრენდს შეხვდები: BOSCH, Electrolux, MIDEA, GALANZ, BEKO, TOSHIBA, SAMSUNG, GORENJE და სხვა.

აღმოაჩენ უამრავ მოდელს, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციებით განსხვავდებიან. გჭირდება შეარჩიო მოდელი, რომელიც, მაქსიმალურად, შენს საჭიროებებზე იქნება გათვლილი, ასევე შენი სამზარეულოს ინტერიერსაც იდეალურად შეესაბამება.

რას უნდა მიაქციო ყურადღება ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევისას 

ზომა: გაზომე სივრცე, სადაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის განთავსებას გეგმავ. სტანდარტულად, ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიგანე 60 სანტიმეტრია, თუმცა, არსებობს კომპაქტური, 45 სმ მოდელებიც, რომლებიც ხელმისაწვდომია პატარა სივრცეებისთვის. ხოლო პროფესიონალური მოდელები იდეალურია კაფე-ბარებისთვის, რესტორნებისთვის თუ სხვა ბიზნესებისთვის.

ტევადობა: თითოეულ მოდელს მითითებული აქვს, თუ რამდენია მისი ტევადობა, ან რამდენი პერსონისთვის არის განკუთვნილი, რა რაოდენობის ჭურჭლის დატევა შეუძლია. რამდენი წევრისგან შედგება შენი ოჯახი? სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანები განკუთვნილია 12-16 პერსონისთვის, ხოლო კომპაქტური მოდელები - 8-10 პერსონისთვის.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტიპები:

ინსტალაციის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანები. თუმცა, არსებობს, პორტატული, ცალკე მდგომი მოდელებიც. პატარა სამზარეულოთვის, იდეალურია კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები.

ცალკე მდგომი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვა ჯობია იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს ავეჯი უკვე გაქვს და მასში არ არის გამოყოფილი სივრცე მანქანის დასადგამად.

ჩასაშენებელ მოდელებზე უნდა შეაჩერო არჩევანი, თუ შენს სამზარეულოს ავეჯს სპეციალური განყოფილება აქვს ან ჯერ ახლა ქმნი სამზარეულოს ინტერიერს.

რეცხვის ციკლი: მოძებნე რეცხვის სხვადასხვა ციკლი, მათ შორის სწრაფი რეცხვა, მძიმე რეცხვა, ეკოლოგიურად სუფთა და დელიკატური.

ენერგოეფექტურობა: შეამოწმე Energy Star რეიტინგი, რათა დარწმუნდე, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ენერგოეფექტურია. ეს დაგიზოგავს ელექტროენერგიას და წყალს.

გაშრობის პარამეტრები: მიაქციე ყურადღება როგორი მეთოდით აშრობს მანქანა შენს აქსესუარებს და ჭურჭელს. ზოგიერთი მოდელი აშრობს გაცხელებით, ზოგი ვენტილატორის საშუალებით, ზოგიერთ მოდელი კი მრავალფუნქციური გაშრობის პარამეტრებს ფლობს.

ხმაურის დონე: უპირატესობა მიანიჭე, შედარებით უხმაურო მოდელებს. ყველაზე უხმაუროდ ითვლება, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 45 დეციბელზე ნაკლები ხმაურის დონით.

ჭკვიანი ფუნქციები: ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მ+ანქანას აქვს Wi-F-თან დაკავშირების ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევს აკონტროლო მოწყობილობა სმარტფონის აპლიკაციებიით.

ბრენდი და მიმოხილვები: უპირატესობა მიანიჭე საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს და გაეცანი მიმოხილვებს ინტერნეტში, იმისთვის, რომ კონკრეტული მოდელის მუშაობის და გამძლეობის შესახებ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია.

Სწორად შერჩეული ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაზოგავს შენთვის ძვირფას დროს და თავიდან აირიდებ ჭურჭლის რეცხვის დამღლელ პროცედურებს. Შეარჩიე მოდელი, რომელიც ზუსტად შეესაბამება შენს საჭიროებებს და გაიმარტივე ცხოვრება.