გასული კვირის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის — „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ — აქციების ფასები შემცირდა.
„საქართველოს ბანკის“ (Lion Finance Group) აქცია 1.72%-ით დაეცა და 108.50 ფუნტს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ბოლო 6 თვეში მისი ღირებულება 35%-ზე მეტით არის გაზრდილი.
„თიბისი ბანკის“ აქციაც შემცირდა — 2.14%-ით, და ამჟამად 47.66 ფუნტია. თუმცა ნახევარ წელიწადში ზრდა მაინც ფიქსირდება — დაახლოებით 9%.
ყველაზე დიდი კლება „საქართველოს კაპიტალს“ ჰქონდა — 4.67%. ერთი აქციის ფასი 38.75 ფუნტია, თუმცა 6 თვეში თითქმის 50%-იანი ზრდა აქვს.
მოკლედ: კვირის ჭრილში შემცირებაა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სამივე კომპანიის აქციები მაინც ზრდას აჩვენებს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Galt & Taggart