რა ხდება რძის პროდუქტების ბაზარზე და რა პოტენციალი აქვს საქართველოში წარმოებულ რძის პროდუქტს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კონიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით პროდუქტის ვეროკავშირის ბაზარზე გატანის პერსპექტივა არსებობს თუმცა მთავარ პრობლემას არალეგალური წარმოება ქმნის და სექტორს თავის დაღს ასვამს.
„ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ამ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე არის ე.წ. ამოღებათა ნუსხა, ეს არის პროტექციონისტული დაცვა თავისი საკუთარ ბაზრის, იმ მოტივით რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ამ შემთხვევაში რძის პროდუქტები ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირის მოსახლეობას, რადგან ის ციკლი რომელსაც კონტროლის ციკლი უნდა ერქვას ქვეყანაში სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ეს ციკლი საქართველოში შეკრული არ არის. კანონმდებლობის თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად ჰარმონიზირებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მაგრა, აღსრულების მექანიზმში გვაქვს პრობლემები და ის, რო სურსათის ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი რომ გაკონტოლოს ის პირები, რომლებიც არალეგალურად აწარმოებენ პროდუქციას და ეს არის ძირითადი პრობლემა.“ - აღნიშნა კახა კონიაშვილმა.
ასოციაციის პოზიციაა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა გაეზაროდს უფლება-მოსილება და არალეგალური საწარმოების ლეგალიზება ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.
„ჩვენ არ ვითხოვთ საწარმოების დახურვას, მათ უნდა მივცეთ გონივრული ვადა, რომ საკუთარი საწარმოები დაარეგისტრირონ, როგორც ბიზნეს ოპერატორი და შემდეგში მოხდეს მათი კონტროლი და დავაყენოთ იმ რელსებზე რასაც ბიზნესი ჰქვია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინდუსტრია ვერ განვითარდება, რადგან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან. ჩემი წარმოებული პროდუქცია იბეგრება ყველა გადასახადით, შესაბამისად ჩვენი ჩვენი პროდუქცია უფრო ძვირია და უფრო რთულად იყიდება იმ არალეგალურ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც ძალიან იაფია და ყოველგვარ კონტროლის გარეშე იყიდება და არანაირი გადასახადი მას არ ეხება. ასევე ხშირია ტენდენციები როდესაც ლეგალური საწარმო ხდება არალეგალური რადგან შემოსავლების მაქსიმილიზაცია მოახდინოს.
დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს იმის საშუალება, რომ ბაზრის კონტროლი მოახდინოს, თუ,მცა ამისათვის ადამიანური რესურსი არ აქვს, იმისათვის რომ ყველაფერი გააკონტროლოს სჭირდება კადრები, რომელიც მივა ადგილზე და შეამოწმებს“ - აღნიშნა კახა კონიაშვილმა.