72 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი და მუსიკოსი ჩეკი კარიო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა.

კარიო სტამბოლში დაიბადა, 13 წლის ასაკში მისი ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. დრამის კურსების შესწავლის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი სტრასბურგის თეატრის დასის წევრი გახდა.

1982 წელს შეასრულა თავისი პირველი კინოროლი. იმავე წელს მიიღო პრემია სეზარი საუკეთესო დამწყები მსახიობის ნომინაციაში ფილმისთვის Le Balance. შესრულებული აქვს როლები ფილმებში La Femme Nikita, The Bear, Vincent and Me, 1492: Conquest of Paradise, Bad Boys, Dobermann, The Story of Joan of Arc.

2014 წელს სერიალ The Missing-ში განასახიერა გამომძიებელი ჟულიენ ბატისტი, მის როლს მსახიობი სერიალის მეორე სეზონში და სპინოფ Baptiste-ში დაუბრუნდა.

tabula.ge