საცურაო აუზებზე ზაფხულის სეზონი უკვე გახსნილია და დამსვენებლების ნაკლებობასაც არ განიცდის. აუზზე ერთჯერადი ვიზის ღირებულება მისი ადგილმდებარეობით, მასშტაბით და სერვისების მიხედვით განსხვავდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ღირს აუზზე ერთჯერადი ვიზიტი და დედაქალაქში და მის შემოგარენში მდებარე აუზებს დაუკავშირდა. „კომერსანტი“ მიერ გამოკითხულ აუზებზე ფასი 25 ლარიდან იწყება და 110 ლარამდეც ადის.
„კომერსანტი“ თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე რამდენიმე აუზის ღირებულებას გთავაზობთ.
წელს "ჯინოში" სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) სრული დღე 69 ლარი ღირს, 17:00 საათიდან - 49 ლარი. შაბათ-კვირას კი მთლიანი დღის საფასური 79 ლარია, 17:00 საათიდან - 59 ლარი.
რაც შეხება ჯინოს ველსნეს ზონას ერთი დღით ღირებულება სამუშაო დღეებში: 109 ლარი შაბათი და კვირას კი 119 ლარი ღირს.
17:00 საათის შემდეგ ეს ფასები გაცილებით ნაკლებია
სამუშაო დღეებში: 79 ლარი
შაბათი და კვირა: 89 ლარი
"თბილისის ზღვის კლუბში" ფასები სამუშაო კვირის დღეებში 35 ლარია, ხოლო შაბათ კვირას 40 ლარია.
თეთრი ტბის აუზით (გლდანში) სარგებლობა მომხმარებელს 15 ლარადაც შეუძლია.
ორბეთი რეზორტში აუზით სარგებლობის ღირებულება კვირის დღეებში 50 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 70 ლარია.
თუმცა როგორც „ორბეთი რეზორტში“ გვითხრეს ივლისიდან ეს ფასები შეიცვლება და კვირიის დღეებში 70 შაბათ-კვირას 100 ლარი გახდება.
წოდორეთში Georgios Ranch -ზე მდებარე აუზზე ერთი დღით ვიზიტის ღირებულება კვირის დღეებში 25 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 45 ლარი ღირს.