თბილისის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე უბანი ვარკეთილი ერთ-ერთი მოთხოვნადია, როცა საქმე საცხოვრებელ ბინებს ეხება. სახცხოვრებელ ადგილებზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდა გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ ვარკეთილის უბანში უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასა და უბნის განვითარების პერსპექტივას. მრავალფეროვან და განვითარებად უბანში ცხოვრების მსურველებს ამ სტატიაში გაგაცნობთ, რომელ პროექტებში შეგიძლიათ შეიძინოთ რქის ბინები ვარკეთილში. 

არქის ვარკეთილში სამი მიმდინარე პროექტი აქვს, აქედან ორი პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის არქი ვარკეთილის ორი ბლოკია, ერთი კი დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი არქი ვარკეთილი 2. თითოეულ პროექტში ბინების მრავალფეროვანი არჩევანი და საუკეთესო ინფრასტრუქტურაა.

საცხოვრებელი კომპლექსი არქი ვარკეთილი

მესამე მასივში, მეტროსადგურ ვარკეთილიდან 10 წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი არქი ვარკეთილი სამი დასრულებელი და ორი მიმდინარე პროექტისგან შედგება. ამ ორ პროექტში, არქის ბინები ვარკეთილში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საცხოვრებელი კომპლექსი კომფორტული ბინების გარდა მოიცავს საბავშო ბაღს, 8 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, სკვერს, საბავშვო გასართობ სივრცესა და სპორტულ მოედანს. ამ ეტაპზე მათ, ვისაც სურს შეიძინოს არქის ბინები ვარკეთილში ამის შესაძლებლობა საუკეთესო გადახდის პირობებით არქი ვარკეთილის D და E ბლოკებში ეძლევათ.

საცხოვრებელი სახლი არქი ვარკეთილი 2

18-სართულიანი პროექტი არქი ვარკეთილი 2-იც მესამე მასივში, მეტროსთან ახლოს მდებარეობს და რადგან მისი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ბინები მცირე რაოდენობითაა დარჩენილი. პროექტის გამწვანებულ ეზოში კეთელმოწყობილი სკვერი და საბავშვო გასართობი მოედანია გათვალისწინებული. როგორც არქის ყველა სხვა პროექტში, არქი ვარკეთილი 2-შიც ბინები პრემიუმ კარკასით ბარდება, რაც მოიცავს ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, იზოთაბაშირით გალესილ კედლებს, დამონტაჟებულ გათბობის მილებს, ბინამდე მიყვანილ ცენტრალურ დგარებს, აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებს, ელექტროობის გამართულ ქსელსა და შესასვლელ რკინის კარს.

სამშენებლო მასალები

არქის მშენებლობები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია ყველა პროექტს უმაღლესი ხარისხის მასალით აშენებს, ერთ-ერთია ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური გერმანული ბრენდის YTONG-ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს. იტონგის ბლოკის მეშვეობით საცხოვრებელი სახლის გათბობისთვის თუ გაგრილებისთვის 40%-ით ნაკლებიი ენერგია იხარჯება, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.

არქის ბინები ვარკეთილში, როგორც თბილისის ყველა სხვა უბანში მდებარე ბინები მაქსიმალურადაა მორგებული მაცხოვრებლების კომფორტზე. თანამედროვე და მრავალფეროვან პროექტებში ბინის შეძენა საუკეთესო პირობებითაა შესაძლებელი. საუკეთესო პირობები კი 12 წლამდე განვადებას, მომხმარებლისთვის სასურველი გრაფიკის შედგენასა და ბინის პირველადი შენატანის გარეშე შეძენას მოიცავს.