ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტი დაიტბორა და ყველა რეისი გადაიდო. აეროპორტში ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.

დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wingsპირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც.