პირველად მსოფლიოში, საერთაშორისო ამანათების გაგზავნა განხორციელდება P2P (Peer-to-Peer) აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაცია პირდაპირ დააკავშირებს ამანათის გამგზავნებს მოგზაურებთან, რომლებიც უკვე მიფრინავენ იმავე დანიშნულების ადგილზე.
ინოვაციური მობილური აპლიკაცია ODIN (ოდინი) 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება. პროექტის იდეის ავტორი და სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ქართველი ანტრეპრენერი და საერთაშორისო ტექნოლოგიების იურისტი გიორგი რაზმაძეა, თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი (CTO) კი - პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (Software Engineer) გიორგი შალამბერიძე.
ODIN არის მობილური აპლიკაცია, აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ მცირე და საშუალო ზომის ამანათების საზღვარგარეთ გაგზავნა, მოგზაურებთან, რომლებიც მიემართებიან იმავე მიმართულებით, აქვთ თავისუფალი ადგილი ბარგში და სურთ თავისუფალი ბარგის ადგილის უტილიზებით დამატებითი შემოსავლის მიღება. აპლიკაციის საშუალებით ამანათის გამგზავნი აქვეყნებს მიწოდების მოთხოვნას, უთითებს წასაღები ნივთის დეტალებს, მიწოდების მეთოდს (კარიდან აეროპორტამდე თუ კარიდან კარამდე) და ირჩევს ფასის მოდელს:
1. სტანდარტულ მოდელს, სადაც თავად განსაზღვრავს სასურველ ფასს;
2. ან აუქციონის მოდელს, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ განათავსონ ბიდები და შესთავაზონ მათთვის მისაღები თანხა. მოგზაურის არჩევის შემდეგ, გამგზავნსა და მოგზაურს შორის იხსნება აპლიკაციის შიდა ჩატი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეთანხმდებიან ამანათის გამორთმევის დროზე და გააზიარებენ დამატებით ინფორმაციას.
ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ODIN-ში მოქმედებს მკაფიო და მრავალსაფეხურიანი სისტემა. აპლიკაციის გამოსაყენებლად ნებისმიერი მომხმარებელი რეგისტრირდება Google-ის, Facebook-ის, Apple-ის ან ელფოსტის მეშვეობით. როგორც გამგზავნს ამანათის გასაგზავნად, ასევე მოგზაურს ამანათის წასაღებად სჭირდება Identomat-ის იდენტობის ვერიფიკაციის გავლა, რომლის დროსაც მომხმარებელი აწვდის პლატფორმას სრულ ინფორმაციას საკუთარ იდენტობაზე. მხოლოდ ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენების უფლებას. ასევე, მოგზაური აპლიკაციას აწვდის უკვე ნაყიდი ბილეთის კონფირმაციის კოდს, რათა დადგინდეს ფრენის ლეგიტიმურობა.
გარდა ამისა, ამანათის გადაცემამდე გამგზავნი ვალდებულია, ხსენებული მოგზაურს წარუდგინოს განფუთულ მდგომარეობაში, ხოლო მოგზაური ვალდებულია მოახდინოს ღია ამანათის ინსპექცია. ამანათის გამგზავნსა და მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ აკონტროლონ მიწოდების პროცესი ლაივ ლოკაციისა და Flight Radar-ის ინტეგრაციის მეშვეობით. მომსახურების წარმატებით დასრულებისა და დანიშნულების ადგილზე ამანათის ჩატანის შემდეგ, მოგზაური იღებს ანაზღაურებას ODIN-ის შიდა ბალანსზე, საიდანაც თანხის განაღდება ნებისმიერ დროს შეუძლია.
“საერთაშორისო ამანათების საჰაერო გზით მიწოდების ინდუსტრია ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა მაღალი ფასები, მიწოდების ხანგრძლივი დრო, სერვისის შეზღუდული არჩევანი და არაგამჭვირვალე კომუნიკაცია. არასამუშაო დღეებსა და სადღესასწაულო პერიოდებში ეს განსაკუთრებით პრობლემატურია. ბაზარზე არსებობს საჭიროება უფრო სანდო, სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისის, რადგან ეს დაბრკოლებები თავიდან იქნას არიდებული. ODIN-ის მიზანი კი ზუსტად ესაა - საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გახადოს უფრო იაფი, მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე, ტრადიციული საკურიერო სერვისების ალტერნატიული, თანამედროვე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული P2P მოდელის მეშვეობით”, - განაცხადა გიორგი რაზმაძემ.