„გასულ წელთან შედარებით წელს მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, მთელი ივნისი და ივლისი უკვე დაჯავშნილი გვაქვს“- ამის შესახებ „კომერსანტს“ მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ გაყიდვების მენეჯერმა გვანცა გოგუამ უთხრა. მისი თქმით მოთხოვნა ასევე გაზრდილია უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ტურისტული კომპანიების მხრიდან.

„ტურისტული კომპანიები აქტიურად ჯავშნიან ჩვენ სასტუმროს, მათ ძირითადი ნაწილი არიან ევროპელები, დაინტერესება გვაქვს აზიიდანაც და ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული არიან კორეელებიც, “ - აღნიშნა გვანცა გოგუამ.

რაც შეეხება „ბანგურიანის“ საფასო პოლიტიკას, გვანცა გოგუა აღნიშნავს, რომ სასტუმრო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობის დროს მაქსიმალურად მოქნილია და ფასის კორექტირებას ინდივიდუალურად ახდენს.

„წინა წელთან შედარებით ფასის ოდნავ დაკორექტირდება მოგვიწია, თუმცა განსაკუთრებულად მაღალი საფასო პოლიტიკა არ გვაქვს“ - აღნიშნა გვანცა გოგუამ.

სასტუმრო „ბანგურიანი“ მესტიაში მდებარეობს და მას SINGLE, DOUBLE/TWIN, TRIPLE და FAMILY ტიპის 36 ნომერი აქვს.