ბოლო წლებში, 1C-ის მომხმარებლები საქართველოში აქტიურად ეძებენ ახალ ERP სისტემას. ბევრ კომპანიას სურს, რომ მათი ბიზნეს პროცესები უფრო მოქნილი, თანამედროვე და რაც მთავარია უსაფრთხო იყოს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალტერნატივა, ბაზარზე არსებულ ERP სისტემებს შორის, არის Microsoft Dynamics 365 Business Central, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ქართული კომპანიების ზოგად და ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

Business Central უზრუნველყოფს მენეჯმენტის, ბუღალტრული და საგადასახადო ჩანაწერების ეფექტურ მართვას, რესურსების დაგეგმვას, HR და სახელფასო აღრიცხვას, ასევე ბიზნესის სრულ კონტროლს. სისტემის ლოკალიზაცია ადაპტირებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან და შრომის კოდექსთან, რომელიც მოიცავს რეგულარულ განახლებებს.

SMART business Georgia, როგორც Microsoft-ის პარტნიორი, მომხმარებლებს Business Central-ის და მის ბაზაზე არსებული ქართული ლოკალიზაციის სწრაფ და ეფექტურ დანერგვას სთავაზობს. კომპანია მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს არამხოლოდ სისტემის ინტეგრაციას, არამედ ბიზნეს პროცესების ადაპტაციას.

ERP სისტემის არჩევისას მნიშვნელოვანია კარგად გესმოდეთ საკუთარი კომპანიის არსებული და სამომავლო საჭიროებები. თუ დგახართ არჩევანის წინაშე რომელი გჭირდებათ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სისტემა - პასუხი მარტივია - Business Central.
ეს არის საერთაშორისო სისტემა, სტანდარტული ფუნქციონალით, რომელიც მარტივად ერგება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარს. გარდა ამისა, Business Central-ის ინტეგრაცია Dynamics 365 ეკოსისტემაში არსებული არაერთი გადაწყვეტილების მარტივი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა, როგორიცაა WMS ან AI აპლიკაციები.

SMART business Georgia უკვე მეშვიდე წელია, რაც წარმატებით ახორციელებს Dynamics 365 Business Central-ის და მის ბაზაზე არსებული საკუთარი პროდუქტების დანერგვას სხვადასხვა ზომისა და ინდუსტრიის კომპანიებისთვის. კომპანიის მიზანია ქართული ბიზნესებისთვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სერვისი, გამჭვირვალე პროცესები და ეფექტური მიგრაცია უსაფრთხო დასავლურ სისტემაზე.