ე.წ „აგენტების რუსულ კანონს“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები აფასებენ.  როგორ იმოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე კანონპროექტი, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

 

„კომერსანტი“ ბიზნესმენების პოზიციით დაინტერესდა.

 

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ  უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში არც კი უნდა დადგეს. როგორც უჩუმბეგაშვილმა კომერსანტთან განაცხადა  სოფლის მეურნეობაში თუკი რაიმე დაფინანსება შემოდის  ძირითადად დასავლურია და ამ კანონის მიღების  შემთხვევაში ეს ფინანსები ან შემცირდება ან ძალიან შენელდება.

 

„ჩემი პოზიცია ამ კანონპროექტის მიმართ ძალიან უარყოფითია, დაფინანსების დიდი ნაწილი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სექტორი იღებს ძირითადად დასავლური გრანტებით არის, მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ეს ფინანსები ან ძალიან შენელდება ან საერთოდ შეწყდება. მე თუ რამე დაფინანსებას ვიღებ უცხოეთიდან და ჩემ ბიზნესს ვავითარებ,  რატომ უნდა დამიძახონ ან აგენტი ან ჯაშუში?  რა მთავრობის წევრები არ იღებენ დაფინანსებას? ხომ არის  ასეთი გრაფა უცხოეთის გრანტები ? მაშინ თვითონ რა გამოდიან?

 

მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი არც კი უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე