„კერხერმა“, მაისის თვეში, თბილისის შემდეგ, ბათუმში, აჭარის ივენთ ჰოლში, სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის ღონისძიება - „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ გამართა.

„კერხერმა“ გამოფენაზე სტუმრებს გერმანული ბრენდ „კერხერის“ პროფესიონალური დასუფთავების აპარატები წარმოუდგინა, რომლის პრეზენტაცია კომპანიის თანამშრომლებმა გააკეთეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ჰორეკა სექტორის 150-მდე წარმომადგენელი, მათ საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების

პროფესიონალურ დასუფთავების აპარატებს, დეტალურად დაეთვალიერებინათ ყველა სივრცე, მიეღოთ ინფორმაცია აპარატების დანიშნულებისა და სარგებლიანობის შესახებ, საკუთარი ხელით გამოეცადათ თითოეული აპარატი.

„კერხერი“ ახლო მომავალში - მეღვინეობის, შემოდგომაზე კი ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებისთვის გეგმავს მსგავსი გამოფენის მოწყობას, სადაც გერმანული ბრენდი მოწვეულ სტუმრებს პროფესიონალური დასუფთავების აპარატების ფართო ასორტიმენტს წარმოუდგენს.