ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.
„ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი გამოწვეულია ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომით. სილიკომანგანუმზე ფასებმა 2024 წლის ზაფხულის შუა პერიოდში სასიკეთო ნიშნულს მიაღწია და ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორი აღმოჩნდა,“ განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.
გიორგი ტატიშვილის განმარტებით, დღეისათვის მოთხოვნა ფეროშენადნობებზე ისევ და ისევ მინიმალურ ნიშნულზეა, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე კრიზისი მიუხედავად ამ ორწლიანი პერიოდის გასვლისა და ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა კვლავ გრძელდება.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი გოჩა ქურდაძე აცხადებს, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.
„ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანამშრომლების სრული შტატი, იმ იმედით, რომ შემდგომში გვექნება შესაძლებლობა ქარხანა დაუბრუნდეს წარმოების იმ ნიშნულს, რასაც საშუალოდ ყოველთვიურად აწარმოებდა,“ განაცხადა გოჩა ქურდაძემ.
ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანამ ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც 75%-ით შეამცირა.
ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი გახდეს - კობახიძე
რუსეთი საქართველოსთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება - ილჰამ ალიევი
რუსეთს სომხეთის რკინიგზის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაკავშირებაში მონაწილეობა სურს
ხმელთაშუა ზღვა 28.54°C-მდე გათბა
1788805800