გარეული მწყრის საკვების შესწავლამ აჩვენა, რომ მის მიერ მიღებული საკვების 48% ცხოველური წარმოშობისაა (მწერების, ჭიაყელების სახით). ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ინტერნეტგაზეთი „აგროკავკასია“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მწყრის კვების ნორმები სტანდარტების შესაბამისად არ არის დადგენილი, მაგრამ მკვლევრების აზრით, მისი კვების ორგანიზაცია ისე უნდა მოეწყოს, როგორც ინდაურისა და ქათმის.
მწყერისთვის გამოყენებული საკვები ნარევი უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ კომპონენტს, უნდა იყოს სრულფასოვანი, აკმაყოფილებდეს მწყრის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს და ხელს უწყობდეს გენეტიკური პოტენციალის სრულ გამოვლენას.
მოზარდის ინტნესიური ზრდა და დედლის მაღალი მეკვერცხული პროდუქტიულობა ვლინდება ისეთი საკვების ულუფით უზრუნველყოფისას, რომელიც ყველა საჭირო და აუცილებელ საზრდო ნივთიერებებს და ვიტამინებს შეიცავს.
რაც შეეხება მწყრის მოთხოვნილებას პროტეინოვან საზრდოობაზე, ამაზე სხვადასხვა მეცნიერებს არაერთგვაროვანი შეხედულება აქვთ. მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ვრცლად იხილიეთ - agrokavkaz.ge