ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ვებგვერდების adjaranet.com, და imovies.ge-ს სერვერების ამოღებას „კომერსანტთან“ ადასტურებს. 

როგორც ჩვენთან პრესსამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება პირატული ვებგვერდების საქმიანობასთან დაკავშირებით. 

12 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრა“ მომსახურების კანონდარღვევით გაწევისთვის წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს, ავრცელებდა ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc.