მარტში, Tesla-ს ახალი მანქანების გაყიდვები ევროპაში 28.2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 23.6%-ით გაიზარდა.

Reuters ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საერთო ჯამში, ევროპაში ახალი მანქანების გაყიდვები 2.8%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია ბრიტანეთსა და ესპანეთში ორნიშნა ზრდით.

ევროპაში Tesla-ს გაყიდვების შემცირება ილონ მასკის მზარდი არაპოპულარობის კიდევ ერთი ნიშანია. გარდა ამისა, მიზეზებს შორისაა ჩინური ბრენდების კონკურენციის გაზრდა.

ამავდროულად, მარტში Volkswagen-ის ავტომობილების გაყიდვები 10.3%-ით, ხოლო Renault-ის  13%-ით გაიზარდა.